მთავარი თემა
ივიკო სეხნიაშვილი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ივიკო სეხნიაშვილი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

პოპულარული ტელეწამყვანის კარიერაში კარგი სიახლეა – ივიკო სეხნიაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის  უნივერსიტეტის (სდასუ) ტელევიზიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.  ივიკო აქ ლექციებს 2006 წლიდან წლიდან კითხულობს. მომავალ  ჟურნალისტებს მეტყველების კულტურას, ხოლო  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გერმანულ ენას  ასწავლის.   ტელეწამყვანს  უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის  საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს – მას უკვე აქვს პროფესორის ხარისხი და  მთელს ენერგიას ახლა ინტერნეტ რადიოსა და ტელევიზიის აწყობას ახმარს.

ივიკო სეხნიაშვილი საინტერესო სიახლეების შესახებ ”ტაბლოიდს”   ესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გააცნო:

” – ჩემთვის დიდი პატივია “ სდასუ TV ” -ის გენერალურ დირექტორად მუშაობა.  პირველად ქართულ ინტერნეტ სივრცეში,  სწორედ “სდასუ TV ”იწყებს ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენებას. ინტერნეტ რადიო და ტელევიზია მსმენელს და მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს,  ასევე ქართულ და უცხოურ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. “სდასუ TV” მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. მისი მიზანია,  წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხით ეთერში გაშვება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ინტერნეტ რადიოსა და ტელევიზიის “სდასუ TV”–ს ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. უნივერსიტეტის პროფესორ– მასწავლებლეთან ერთად “სდასუ TV” – სთან იმუშავებს საერთაშორისო სტუდენტური მედია საბჭო.

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან სდასუ დღეს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია საქართველოში.  რომ არა სტუდენტებისა და ჩემი პროფესიისადმი დიდი სიყვარული, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა. რაც შეეხება განსხვავებას თაობებს შორის, ყოველ წელს უფრო და უფრო ნიჭიერი, მომთხოვნი , მშრომელი ახალგაზრდობა მოდის. ეს კი ახალგაზრდა ლექტორისათვის დიდი სტიმულია და საამაყოა.

მე დისერტაცია 28 წლის ასაკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი.  რთული იყო , თუმცა ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორების რჩევების გათვალისწინებით და მათი მორალური მხარდაჭერით,  ვთვლი, რომ მივაღწიე წარმატებას! ” – აღნიშნა “ტაბლოიდთან”  ინტერვიუში ივიკო სეხნიაშვილმა.  თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდება და წამყვანის რანგში, რომელიმე არხზეც წაიყვანს გადაცემებს.

” – ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ტელეკომპანიასთან ვაწარმოებ.  დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ეკრანზე… ”  - განაცხადა მან  ”ტაბლოიდთან”  ინტერვიუში.

პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერვიზია„ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, ტელეკომპანია “მე-9 არხი”, ” რეალ ტვ”,  გერმანული ტელეკომპანია MDR – ეს ის მედიასაშუალებებია, სადაც პოპულარული ტელეწამყვანი წლების განმავლობაში მუშაობდა და საკუთარი კვალიც დატოვა.  ივიკო სეხნიაშვილი  გამოგვიტყდა, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა უყვარს, თუმცა “ცისფერ ეკრანზე” დაბრუნებაზე ყოველთვის ოცნებობს…

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.

Scroll To Top