მთავარი თემა
კომბოსტოს სუპის ფრანგული დიეტა ანუ -7კგ. კვირაში

კომბოსტოს სუპის ფრანგული დიეტა ანუ -7კგ. კვირაში

თუ ამ დიეტას სწორედ დაიცავთ დაიკლებთ 5-7 კილომდე ერთ კვირაში. დიეტის მთავარი კომპონენტია კომბოსტოს სუპი, რომელიც წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან და წვავს ცხიმებს. კომბოსტოს სუპი მიიღება დღეში სამჯე, ამასთანავე  ყოველ დღე ემატება სხვადასხვა საკვები.

ინგრედიენტები:

2 ცალი გაფრცქვნილი პამიდორი (ან ცოცხალი ან კონსერვი)
1 თავი კომბოსტო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
5 ცალი სტაფილო
1 თავი ნიახური (სავალდებულოა)
ოხრახუში, ქინძი (მწვანილი გემოვნებით)
5 ცალი ხახვი
4 კბილი ნიორი
3 ლიტრი წყალი

კომბოსტო ოდნავ მოთუშეთ ცოტა წყალში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული. დაფარეთ წყლით და ადუღეთ სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. ცოტა რაოდენობით, შეიგიძლიათ მარილი და პილპილი დაუმატოთ.

ყოველი დღე შედგება სამი პორცია სუპისაგან.
არ გამოტოვოთ არცერთი სადილი, თორემ ეფექტს ვერ მიიღებთ. არ ადგეთ მაგიდიდან მშივრები.
არ მიიღოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი.არცერთი კერძის მომზადება არ შეიძლება ცხიმით.

1 დღე: სუპი, პლუს ხილი, ბანანის, საზამთროსა და გოგრის გარდა.უშაქრო ხილის წვენები.

2 დღე: სუპი, პლუს ყველანაირი ბოსტნეული(უმი ან წყალზე მოთუშული) სიმინდის, ბარდისა და ლობიოს გარდა.

3 დღე: სუპი, პლუს ბოსტნეული და ხილი თუ აქამდე არ დაგირღვევიათ დიეტა 3 კილო დაკლებული უნდა გქონდეთ.

4 დღე: სუპი, პლუს ბანანი და ათქვეფილი რძე 3 ბანანი და 1 ლიტრი რძე შეგიძლიათ მიიღოთ.

5 დღე: სუპი, პლუს 150 გრამი ძროხის ხორცი და 3-5 პამიდორი.

6 დღე: სუპი, პლუს 150 გრ ძროხის ან ხბოს ხორცი +ბოსტნეული ნებისმიერი (შეიძლება გრილზე შემწვარი ქათამიც, მაგრამ აუცილებლად მიირთვით კანის გარეშე)

7 დღე: სუპი, პლუს მოხარშული ბრინჯი ერთი სავსე თეფში+ წვენი(უშაქრო)და ნებისმიერი ბოსტნეული. პამიდორი შეგიძლიათ შეცვალოთ კიტრით ან სალათის ფურცლებით.

სასურველ ეფექტს მიაღწევთ თუ 7 დღის განმავლობაში სწორად დაიცავთ ამ დიეტას. საკუთარ თავს დაუმტკიცეთ რომ შეგიძლიათ

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.

Scroll To Top