კენკროვანი პუნში

ცივა. რა ჯობია კარგ, გემრიელ სულისა და გულის გამათბობელ პუნშს? არ დავიზარეთ, რამდენიმე რეცეპტი გადავამოწმეთ და დღეს წარმოგიდგენთ კენკროვანი პუნშის დამზადების ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს. 4 ადამიანისთვის საკმარისი რაოდენობის დასამზადებლად დაგვჭირდება: 100 გ მოცვი 100 გ ჟოლო 100 გ მარწყვი 3 ს/კ თაფლი 50 მლ გრენადინი (სპეციალური სიროფი კოქტეილებისთვის) 500 მლ ცხელი წყალი პიტნის ფოთლები სილამაზისთვის ყველაფერი თუ მზად გაქვთ: ბლენდერის გამოყენებით მოსრისეთ არსებული კენკროვანი მასა დაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ გრენადინი, კარგად მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში. ასევე შესაძლებელი ჩასხმის წინ ოდნავ წამოდუღება და გადაწურვა. სანამ მიირთმევდეთ დაამატეთ თაფლი კოკტეილს ასევე მოუხდება დარიჩინი  

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი რაღაცას აპირებენ

სენსაცია, რომელიც მყისვე განხილვის საგნად იქცა - Daily Mail - ით დაწყებული Huffington Post-ით დამთავრებული ყველა განიხილავს შარლიზ ტერონის და ბრედ პიტის ფარულ შეხვედრებს. წყვილთან დაახლოებულ პირებს თუ დავუჯერებთ, მათი ურთიერთობა დეკემბერში დაიწყო და უკვე ერთი თვეა ერთმანეთს მალულად ხვდებიან. ალფონსო კუარონის ახალი ფილმის "რომა" -ს დახურულ ჩვენებაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში 12 იანვარს შესდგა ცნობილი ვარსკვლავები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ფლირტაობდნენ და სიხარულს და სიყვარულს ასხივებდნენ. სამწუხაროდ საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ წყვილის დაახლოებულმა პირმა ბლანკა ბლანკომ საკუთარ ინსტაგრამში ამის ფაქტის ამსახველი სურათები დადო და ისიც დააყოლა, რომ მადლობას უხდის ორივე მსახიობს, რომ დახურულ წვეულებაზე დაპატიჟეს.

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!