ქარშეარინგის სერვისი მალე თბილისშიც იქნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია Aicar ქარშეარინგის მომსახურების დანერგვას გეგმავს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით საწყის ეტაპზე თბილისს 300 ელექტრომობილი მოემსახურება. თბილისის უბნებში განთავსდებული ელექტრომობილის დაჯავნშნას მის გაღებასა და დაქოქვას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი მსურველი შეძლებს. სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილს კვლავ მისთვის მოსახერხებელ ავტოსადგომზე დააბრუნებს.

თეთრი სახლის სტუმრებს დონალდ ტრამპმა ფასთფუდი დაახვედრა

საუნივერსიტეტო საფეხბურთო კლუბის Clemson Tigers - ის წევრებთან შესახვედრად ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფასთფუდი შეუკვეთა. ამის მიზედად მან ქვეყანაში არსებული კრიზისი დაასახელა. „ყველაფერი „შათდაუნის“  ბრალია“ ჩემი სახსრებით შევუკვეთე სწრაფი კვების რესტორნებიდან პიცა, ბურგერები და კარტოფილი ფრი. - განაცხადა დონალდ ტრამპა შეხვედრის დაწყების წინ. შეგახსენებთ, რომ  „შათდაუნი“ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებაში გამოიხატება, რომელიც გამოწვეულია დაფინანსების შეწყვეტით. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დემოკრატებმა, რომლებიც აკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას, უარს ამბობენ მექსიკის საზღვართან გამყოფი კედლის ასაშენებლად საჭირო ფინანსების გამოყოფაზე. მეორეს მხრივ, დონალდ ტრამპის მომხრეები ამ პუნქტის გარეშე ხელს არ აწერენ ბიუჯეტის დამტკიცებას. წყარო: BBC

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!