ჯინსის კომბინეზონი და ყვითელი ჩანთა – ჯენიფერ ლოპესი უიკენდზე ფლორიდაში

27 იანვარს, უიკენდზე ალექს როდრიგესთან ერთად ჯენიფერ ლოპესი ჩაფრინდა მაიამიში და რომანტიულად გაათარეს დრო რაზეც დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. ახლა კი თქვენი ყურადღება მიაქციეთ მის ჩაცმულობას, რომელიც ამ გაზაფხულზე საკმაოდ ტრენდული იქნება: 49 წლის ჯენიფერ ლოპესი ჯინსის კომბინეზონში და თეთრ პერანგში გამოწყობილი - 90 იანების სტილში. ხელში კი Hermes -ის პოპულარუი მოდელის Birkinis ყვითელი ჩანთა ეკავა.  

რატომ გადაიდო ჯასტინ ბიბერის და ჰეილი ბოლდუინის ქორწილი?

ჯერ კიდევ სექტემბერში, ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ნიუ-იორკში დაქორწინდნენ. წელს მათი ოფიციალური ქორწილი იგეგმებოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო 28 თებერვალს დაგეგმილი ქორწილი გადაიდო. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ისეთი ცნობილი ადამიანები როგორც ქეილი ჯენერი, თრევის სკოტი, რეპერი დრეიქი და სხვები. ამ მომენტისთვის ქორწილის არც ახალი თარიღია ცნობილი და არც გადადების მიზეზი.   წყვილთან დაახლოებულმა პირებმა საუდუმლოდ გაგვიმხილეს ის, რომ თარიღის გადადება უკვე მესამედ მოხდა. ასე რომ, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მათ დაქორწინების სურვილი შეიძლება საერთოდ გაუქრათ. ყველა შემთხვევაში ტაბლოიდი გულშემატკივრობს წყვილს და გვჯერა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი მიიღებენ - ყველაზე კარგი და სწორი იქნება.

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი რაღაცას აპირებენ

სენსაცია, რომელიც მყისვე განხილვის საგნად იქცა - Daily Mail - ით დაწყებული Huffington Post-ით დამთავრებული ყველა განიხილავს შარლიზ ტერონის და ბრედ პიტის ფარულ შეხვედრებს. წყვილთან დაახლოებულ პირებს თუ დავუჯერებთ, მათი ურთიერთობა დეკემბერში დაიწყო და უკვე ერთი თვეა ერთმანეთს მალულად ხვდებიან. ალფონსო კუარონის ახალი ფილმის "რომა" -ს დახურულ ჩვენებაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში 12 იანვარს შესდგა ცნობილი ვარსკვლავები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ფლირტაობდნენ და სიხარულს და სიყვარულს ასხივებდნენ. სამწუხაროდ საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ წყვილის დაახლოებულმა პირმა ბლანკა ბლანკომ საკუთარ ინსტაგრამში ამის ფაქტის ამსახველი სურათები დადო და ისიც დააყოლა, რომ მადლობას უხდის ორივე მსახიობს, რომ დახურულ წვეულებაზე დაპატიჟეს.

ახალი ინტერნეტ გამოწვევა – 10 Year Challenge

ინტერნეტი არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას და ამის დასტური არის ის, რომ მთელი მსოფლიო მოიცვა ახალმა ფლეშმობმა 10 Year Challenge - მსახიობები და ცნობილი ადამიანები აქვეყნებენ სურათებს, სადაც შეიძლება ნახვა თუ როგორები იყვნენ 10 წლის წინ და ახლა. რათქმაუნდა ტაბლოიდი ამ საინტერესო მოვლენას ვერ აუვლიდა გვერდს და რამდენიმე საინტერესო კადრი ჩვენც მოვიძიეთ. Reese Witherspoon Jessica Biel Madonna   Pink გამოწყვევას არ ქართველები არ შევუშინდით ბერა ივანიშვილი ნინო ჩხეიძე

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!