ქარშეარინგის სერვისი მალე თბილისშიც იქნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია Aicar ქარშეარინგის მომსახურების დანერგვას გეგმავს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით საწყის ეტაპზე თბილისს 300 ელექტრომობილი მოემსახურება. თბილისის უბნებში განთავსდებული ელექტრომობილის დაჯავნშნას მის გაღებასა და დაქოქვას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი მსურველი შეძლებს. სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილს კვლავ მისთვის მოსახერხებელ ავტოსადგომზე დააბრუნებს.

Apple უსადენო დამტენის AirPower წარმოებას იწყებს

ჯერ კიდევ 2017 წელს კომპანიამ Apple დააანონსა უკაბელო დამტენის წარმოების დაწყება, რის გამოც 2018 წლის პრეზენტაციაზე მის გამოჩენას მოუთმენლად ველოდებოდით. მაგრამ რაღაც არ წავიდა ისე, როგორც კომპანიაში დაგეგმილი იყო და არც პრეზენტაციაზე არავის უნახავს უკაბელო AirPower და ოფიციალური საიტიდანაც გაქრა მისი ფოტოები და ინფორმაცია მასზე. უახლესი ინფორმაციით, კომპანიამ Apple მოახერხა ხარვეზების გამოვლინება და მათი გამოსწორება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსადენო დამტენის AirPower წარმოება მალე დაიწყება.

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!