კბილების გახეხვის წესები. ყველაფერი იცით?

.როგორ უნდა გავიხეხოთ კბილები?

ჩვეულებრივი ჯაგრისით კბილების გახეხვის შემთხვევაში, მოძრაობები უნდა იყოს რბილი და მიმართული ცენტრიდან საღეჭი კბილებისკენ. არ გააკეთოთ ჰორიზონტალური მოძრაობები, ვინაიდან ასეთი მოძრაობები ნადების კბილებში გაჭედვას უწყობს ხელს.

.დღის განმავლობაში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები?

ჯანმრთელი ადამიანისთვის სრულებით საკმარისია დღეში ორჯერ კბილების გახეხვა – დილით და საღამოს. პროცესისთვის 2-3 წუთია საკმარისი. ზოგიერთი დაავადების ან ორსულობის დროს ნადები უფრო სწრაფად ჩნდება და იმის გამო, რომ იცვლება ჰორმონალური ფონი იცვლება ასევე ნერწყვის თვისებებიც – ის შედარებით სქელი ხდება, რის გამოც პირის ღრუს ნაკლებად ეფექტურად ასუფთავებს.

.საჭიროა თუ არა კბილების გახეხვა ჭამის მერე?

არც არის საჭირო და არც არის სასურველი, რადგან შაქარი და მჟავა, რომელსაც შეიცავენ საკვები ასუსტებენ კბილის ემალს და ამ დროს კბილების გახეხვა საფრთხეს შეუქმნის მას და შეიძლება ჩამოცილდეს მისი მიკრონაწილაკები. სასურველია მოიცადოთ დაახლოებით 1 საათი.

.რატომ არის აუცილებელი ძილის წინ კბილების გახეხვა?

კი, აუცილებელია. ძილის დროს გამოიყოფა ნაკლები ნერწყვი, რომელიც კბილებს ბუნებრივად იცავს ბაქტერიებისგან და შესაბამისად კბილებს არაფერი არ იცავს დაშლისგან. სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით რეგულარულად გაიხეხეთ კბილები ძილის წინ.

.ენის გახეხვაც საჭიროა?

აუცილებლად. ზოგჯერ ენაზე უფრო მეტი ნადები გროვდება, ვიდრე კბილებზე. შაქრის დიაბეტის და გასტრიტის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩნდება ნადები.

.ჩვეულებრივი ჯაგრისი ჯობია თუ ელექტრო?

დღემდე კამათობენ ამ საკითხზე, ატარებენ კვლევებს და სულ სხვადასხვა შედეგებს ღებულობენ. მართალია, ელექტრო ჯაგრისი მეტ ნადებს აცილებს კბილებს, მაგრამ როგორ აისახება ეს კბილების და ადამიანის ჯანმრთელობაზე – ჯერ არავინ იცის. ასე რომ, თუ უბრალო ჯაგრისი თქვენთვის საკმარისია – რატომ უნდა დახარჯოთ ზედმეტი თანხა?

გარდა ამისა კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ულტრაბგერით კბილის ჯაგრისს შეიძენთ – მას ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება, ასევე ცუდად მოქმედებს კბილის ინპლანტებზე და დაბჟენილ კბილებზე.

.რამდენად ხშირად უნდა ვცვალოთ ჯაგრისი?

დაახლოებით 3 თვეში ერთხელ. გაცვეთილი და ფორმადაკარგული ჯაგრისები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ახალი.

.კბილის პასტა. რომელი გამოვიყენოთ?

კბილის პასტა არსებობს: ჰიგიენური, მათეთრებელი ეფექტით, სამკურნალო-პროფილაქტიკური. ჰიგიენური კბილის პასტა უნივერსალური და ყველას შეუძლია მათი გამოყენება, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ სამ ტიპს – მათი გამოყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.

.საჭირო არის თუ არა სავლების გამოყენება?

არა. ექიმის დანიშნულების გარეშე მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. სავლები აცილებს უსიამოვნო სუნს და ნადებს, მაგრამ ყოველდღიურს გამოყენებას არ საჭიროებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ანტიბაქტერიული სავლები კლავს სასარგებლო ბაქტერიებსაც და დღის განმავლობაში 2 ჯერზე მეტად გამოყენების შემთხვევაში იზრდება შაქრის დიაბეტის განვითარების რისკი.

.კბილის ძაფი

არაო, არაო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფლოსინგი საკმაოდ უაზრო რამეა. მაგრამ ჩემსავით ალბათ ბევრი არ დაეთანხმება ამ მოსაზრებას. მთავარია, ხარისხიანი ძაფი შეიძინოთ აფთიაქში და ძალიან ფრთხილად იმოქმედოთ, ისე, რომ ღრძილები არ დაიზიანოთ.

 

 

 

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!