ცივა. რა ჯობია კარგ, გემრიელ სულისა და გულის გამათბობელ პუნშს? არ დავიზარეთ, რამდენიმე რეცეპტი გადავამოწმეთ და დღეს წარმოგიდგენთ კენკროვანი პუნშის დამზადების ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს.
4 ადამიანისთვის საკმარისი რაოდენობის დასამზადებლად დაგვჭირდება:
- 100 გ მოცვი
- 100 გ ჟოლო
- 100 გ მარწყვი
- 3 ს/კ თაფლი
- 50 მლ გრენადინი (სპეციალური სიროფი კოქტეილებისთვის)
- 500 მლ ცხელი წყალი
- პიტნის ფოთლები სილამაზისთვის
ყველაფერი თუ მზად გაქვთ:
- ბლენდერის გამოყენებით მოსრისეთ არსებული კენკროვანი მასა
- დაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ გრენადინი, კარგად მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში. ასევე შესაძლებელი ჩასხმის წინ ოდნავ წამოდუღება და გადაწურვა. სანამ მიირთმევდეთ დაამატეთ თაფლი
- კოკტეილს ასევე მოუხდება დარიჩინი