რა არის TRX და როგორ გამოვიყენოთ ის ეფექტურად?

TRX (Total Body Resistance Exercise) – საკმაოდ სწრაფად იძენს პოპულარობას ფიტნეს სამყაროში. მისი არსი იმაშია, რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ვარჯიში – ფიტნეს დარბაზში, სახლში ეზოში – სადაც მოისურვებთ! ძალიან კომპაქტურია როგორც მოცულობით ასევე ფასით.

მეტაბოლიზმის პროცესის უსაფრთხოდ და ეფექტურად აჩქარებისთვის TRX – მშვენიერი ტრენაჟორია. მისი გამოყენებით  ყველაზე მარტივი ვარჯიშებიც კი კომპლექსურ დატვირთვად გარდაიქმნება, სადაც ჩართულია სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ერთდროულად. შედეგად ენერგიას უფრო აქტიურად ვხარჯავთ და ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც კი მეტაბოლიზმი აჩქარებულია რამდენიმე სააათის განმავლობაში.

გარდა ამისა, TRX-ის გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი ვარჯიში გააკეთოთ ისე, რომ ხერხემალზე არ მიიღოთ დატვირთვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ტრავმირებულ ან ასაკიან  ადამიანს შეუძლია ვარჯიში, მაგრამ TRX-ის ეს თავისებურება ყურადღების მიქცევად ნამდვილად ღირს.

რატომ არ არის TRX ჯადოსნური?

რა ზღაპრებსაც არ უნდა ყვებოდნენ ამ ნამდვილად კარგი, მაგრამ არაჯადოსნური ტრენაჟორის შესახებ – ყველაფერი არ დაიჯეროთ. TRX – ჩვეულებრივი ტრენაჟორია და მხოლოდ მისი სწორი და გონივრული გამოყენება სხვა ტრენაჟორებთნ კომბინაციაში, სწორი კვება და რეგულარული ვარჯიშები მოგცემენ სასურველ შედეგს.

ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრი ვაპირებთ მის გატესტვას და რამდენიმე ვარჯიშის მოძიებას რის შემდეგაც დაიდება ახალი პოსტი ამ ჩემთვის უკვე სიმპატიური ტრენაჟორის მიხედვით.

წარმატებულ ვარჯიშს გისურვებთ!

 

2 Comments

  1. kote

    sad sheidzleba shendzena an fasebi xom ar icit?

  2. ტაბლოიდი

    ვეძებთ 🙂 ამ მომენტისთვის მხოლოდ ალი ექსპრესზე ვნახეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!