რას ფიქრობთ სოლარიუმის შესახებ?

მზის სხივების ულტრაიისფერი გამოსხივება – კანცეროგენია. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ულტრაიისფერი ტალღები იწვევენ მუტაციას – რაც ზრდის დაავადებების განვითარების რისკს. ამ შემთხვევაში არც სოლარიუმია გამონაკლისი.

ულტრაიისფერი სხივების მოქმედების პრინციპი

სოლარიუმში არსებობს გასარუჯი ნათურების ორი ტიპი: UVA და UVB

UVB – მოკლე ტალღებია, რომლებიც მხოლოდ კანის ზედაპირზე ავლენენ ზემოქმედებას. მზის დამწვრობა და ძლიერი რუჯის მიღებაც მათი წყალობით ხდება. ასევე ამ სხივების ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს კანის კიბო – მელანომა.

UVA – შედარებით გრძელი ტალღებია და კანის რამდენიმე ფენის გავლით მოქმედებენ ეპიდერმისზე. UVA – კანის ვიზუალურ, ანუ როგორც ეძახიან ფოტოსიბირეს იწვევენ: კანი აღარ არის ისეთი ელასტიური, ჩნდება პიგმენტური ლაქები და ნაოჭები.

განვიხილოთ რამდენიმე მცდარი მოსაზრება სოლარიუმის შესახებ:

მცდარი მოსაზრება #1 – სოლარიუმს ზიანი არ მოქავს

როგორც უკვე დავწერეთ სოლარიუმში არსებულ გასარუჯ ნათურებს აქვს ორი ტიპის ნათება – UVA და UVB. რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

მცდარი მოსაზრება #2 – სოლარიუმი სასარგებლოა

სოლარიუმიში შესაძლებელია ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი D ვიტამის დოზის მიღება. მაგრამ როგორც ხვდებით, მისი ნაკლებობის ანაზღაურება საკვებით ან საკვები დანამატებით უფრო უსაფრთხოა.

მცდარი მოსაზრება #3 სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა ვიდრე მზეზე გარუჯვა

მზის სხივებით გაირუჯებით თუ სოლარიუმის ნათურის ქვეშ – ულტრაიისფერი ტალღები ერთნაირად მოქმედებენ კანზე. სხვაობა იმაშია, რომ ნატურები სამმაგად მეტი დოზით ასხივებენ, ვიდრე მზის სხივები. არ შველის რუჟის მიღების ეტაპობრივი მიდგომაც, როდესაც თქვენ თანდათან ზრდით სოლარიუმში გატარებულ დროს. არავინ იცის ზუსტად, რომელია უარესი – მთელი დღე მზის ქვეშ თუ 10 წუთი სოლარიუმში. მაგრამ არსებობს სტატისტიკა: სოლარიუმში 35 წლამდე მისვლის შემთხვევაში მელანომით დაავადების რისკი იზრდება 59%-75 პროცენტით. სოლარიუმი 2,5 ით ზრდის კანის კიბოს დაავადების რისკს.

რა უნდა ვქნათ?

მოსალოდნელია თქვენი უარყოფითი რეაქცია, მაგრამ ჩვენი რჩევაა არ იაროთ სოლარიუმში. საერთოდ. თუ ძალიან გინდათ კანზე ოდნა მუქი ფერი – გამოიყენეთ ბრონზატორი. დერმატოლოგები წელიწადის ცივ დროშიც კი უწევენ რეკომენდაციას კრემებს რომელთა დაცვის დონე SPF 15  – ია. ზაფხულში და ზოგადად მზეზე ყოფნისას კი კრემებს SPF 30-50 დაცვის ერთეულით. მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დამცავი კრემის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ იდეალური კრემი უნდა იცავდეს გამოსხივების ორივე ტიპისგან (UVA და UVB). ასეგე გამოყენების წინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ:

  • ზრდასრულ ასაქში თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორმის ხალი. ან ძველმა შეიცვალა ფერი, ფორმა, გახდა ასიმეტრიული ან მოიმატა ზომაში და გახდა 6 მმ ზე მეტი.
  • მზეზე ყოფნის შემდეგ კანზე ჩნდება ქერცლოვანი ადგილები. ეს აქტინური კერატოზის ნიშნებია და შეიძლება ონკოლოგიურ დაავადებაშიც კი გადაიზარდოს.

იმ შემთხევაშიც კი, როდესაც არაფერი გაწუხებთ, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ დერმატოლოგთან ვიზიტი.

შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი – ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!