რატომ გადაიდო ჯასტინ ბიბერის და ჰეილი ბოლდუინის ქორწილი?

ჯერ კიდევ სექტემბერში, ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ნიუ-იორკში დაქორწინდნენ. წელს მათი ოფიციალური ქორწილი იგეგმებოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო 28 თებერვალს დაგეგმილი ქორწილი გადაიდო.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ისეთი ცნობილი ადამიანები როგორც ქეილი ჯენერი, თრევის სკოტი, რეპერი დრეიქი და სხვები. ამ მომენტისთვის ქორწილის არც ახალი თარიღია ცნობილი და არც გადადების მიზეზი.

 

წყვილთან დაახლოებულმა პირებმა საუდუმლოდ გაგვიმხილეს ის, რომ თარიღის გადადება უკვე მესამედ მოხდა. ასე რომ, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მათ დაქორწინების სურვილი შეიძლება საერთოდ გაუქრათ. ყველა შემთხვევაში ტაბლოიდი გულშემატკივრობს წყვილს და გვჯერა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი მიიღებენ – ყველაზე კარგი და სწორი იქნება.

One Comment

  1. ანტიპაპარაცი

    აი რატომ არ ასვენებთ ამ ადამიანებს?! თავის გემოზე ვერ გაუვლიათ ალბათ რომ ვინმე არ გადმოუხტეს და ან სურათი არ გადაუღოს და ან ინტერვიუ არ ჩაიწეროს.. შეიძლება ასე?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!