წადი რა, გაიარე!

როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ზედმეტი 1000 ნაბიჯის გავლით? ალბათ გსმენიათ, რომ დღის განმავლობაში 10 000 ნაბიჯის გავლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ მთელი სამუშაო დღე ოფისში უნდა გაატარო ან საჭესთან? თითქოს არ არის გამოსავალი, მაგრამ თუ არ გინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ჭარბწონიანთა რაზმს შეუერთდე – განაგრძე კითხვა, და რაც მთავარია – წადი რა, გაიარე!

მართალია, მანძილი, რომელიც უნდა გაიარო დღის განმავლობაში 10 000 ნაბიჯია, მაგრამ (სულ რაღაც) 1000 ნაბიჯის მომატებით შედეგების საგრძნობლად გაუმჯობესებას მოახერხებ – ამას ამტკიცებს “The Body Reset Diet” -ის ავტორი, პროფესიონალი მწვრთნელი ჰარლი პასტერნაკი.

კალკულატორის გარეშე თუ ვერ ანგარიშობ, ჩვენ დაგეხმარებით: 1000 ნაბიჯი, დაახლოებით 800 მეტრია, რაც წელიდადში 365  000 ნაბიჯის ტოლია და შესაბამისად 292 კილომეტრია წელიწადში. აი რა მოხდება, თუ ყოველდღე, ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურ ნორმას 1000 ნაბიჯს დაამატებ:

1. გული უკეთესად იმუშავებს

სიარული ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მოძრაობას, შესაბამისად გულიც უფრო თავისუფლად და უკეთესად იმუშავებს

2. შემცირდება გულის შეტევის საშიშროება

დამატებითი მოძრაობა წნევის დაწევას უწყობს ხელს და ამცირებს გულის სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

3. შემცირდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლში

სულ რაღაცა ზედმეტი 800 მეტრის გავლით მავნე ქოლესტერინის შემცირებას შეუწყობ ხელს, რომელიც სისხლძარღვებში ტრობმბების წარმოქმნის მთავარი მიზეზია. მომატებული ფიზიკური აქტივოვა გეხმარება ამ ქოლესტერინის და სხვა ლიპიდების ეფექტურად წვაში.

4. აზრების პოზიტივიზაცია

ყოველდღიური გასეირნება შენს აზრებს და სულს დაამშვიდებს. საქმე იმაშია, რომ მოძრაობის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, გარდა ამისა, მცირდება სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა. ასე რომ, ზედმეტი სტიმულატორების გარეშეც თავს საუკეთესოდ იგრძნობ.

5. ზემდეტი წონის მოცილების რეალური შანსები იზრდება

ყოველდღე დამატებით 50 კალორია დაიწვება. კვირაში 350 და 10 კვირაში უკვე 3500. მართალია მარტო ამით ვერ დაიკლებ მაგრამ სტიმული მოგეცემა იმისთვის რომ ფიტნეს დარბაზში იარო, ან რამე სხვა გზით მოუმატო ფიზიკურ აქტივობას

ყველა შემთხვევაში, რაც და როგორც არ უნდა იყოს, სიცოცხლე მოძრაობაშია – გადადგი პირველი ნაბიჯი და ყველაფერი გამოგივა!

 

განახლება მალე დასრულდება!

გამოიწერეთყველა სიახლე!